English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
ბუნებრივი საკვებწარმოების გადიდების გზები შიდა კახეთის ზონის მეცხოველეობის მაგალითზე

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია შიდა კახეთში მდელოს საკვებწარმოებისა და ნაყოფის მომცემი ფოთლოვანი ტყის გამოყენების საკითხები, მომთაბარე მეღორეობის განვითარებისათვის.

საკვანძო სიტყვები: მდელოს საკვებწარმოება, საკვებწარმოება, მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეღორეობა.

შესავალი

მეცხოველეობის განვითარება, მისი პროდუქტიულობის გადიდება და გაძღოლის კულტურის ამღლება ორგანულად არის დაკავშირებული მთელ რიგ ურთიერთ-დაკავშირებულ პრობლემებთან, რომელთა შორის მთავარი, გადამწყვეტი როლი მტკიცე საკვებწარმოებას ენიჭება. მეცხოველეობის განვითარებაში საკვების უაღრესად დიდ მნიშვნელობას ისიც ადასტურებს, რომ ამ დარგის მთლიან დანახარჯებეში საკვებისა და საფენის ხვედრითი წონა 30-80%-ს, ცალკეულ შემთხვევებში ამ მონაცემებსაც აღემატება, ე.ი საკვები ბაზა წარმოჱდგენს მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს.

სასოფლო-სამეურნეო საწარმოები თანმიმდევრულად უნდა ცდილობდნენ ნათესი ფართობების სტრუქტურის გაუმჯობესებას, უპირატესად უნდა თესავდნენ იმ კულტურებს, რომლებიც ყველაზე უხვ მოსავალს და საკვებ ერთეულს იძლევა. 

* * *

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ 1983 წელს, 1969 წელთან შედარებით,  მარცვლეულ-პარკოსანი კულტურების ნათესი ფართობები კოლმეურნეობებში გადიდდა 0,9%-ით, საბჭოთა მეურნეობებში კი - 59,9%-ით, მარცვლეული კულტუ­რების ნათესი ფართობების ზრდა ძირითადში განხორციელდა კოლმეურნეობებში შვრიისა და სიმინდის, ხოლო საბჭოთა მეურნეობებში შვრიის, საშემოდგომო ქერისა და სიმინდის ნათესების გადიდებით. 1983 წელს, 1969 წელთან შედარებით, ზონის კოლმეურნეობებში შვრიის ნათესი ფართობები 111  ჰა-დან 179-მდე ანუ 61,3%-ით გაიზარდა, სამარცვლე სიმინდის _  526 ჰა-მდე ანუ 8,7%-ით. ამავე პერიოდში ზონის საბჭოთა მერნეობებში შვრიის  ნათესი ფართობი 70 ჰა-დან  566 ჰა-მდე ანუ 7,4-ჯერ და  მეტად გაიზარდა, სიმინდის _ 1649 ჰა-მდე ანუ 168%-ით, ხოლო სამემოდგომო ქერის 2652 ჰა-მდე ანუ 128,4%-ით.

კახეთის სასოფლო-სამნეურნეო საწარმოებში საშემოდგომო ქერისა და შვრიის ნათესი ფართობების ზრდა მარცვლეულის მეურნეობის განვითარების სწორ მიმართულებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან ქერი საუკეთესო კონცენტრირებულ საკვებ კულტურას წარმოადგენს. ამასთან ერთად, პირუტყვის საკუთარი წარმოების იაფი კონცენტრირებული საკვებით უზრუნველყოფა, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებრივი თვითღირებუ­ლების შემცირების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მაღალხარიხოვანი კვებითი ღირებულებით ხასათდება აგრეთვე საშემოდგომო ქერი, ნამჯა და ნახორი.

რაც მთავარია, ეს კულტურა (ქერი) თავისი ბიოლოგიური თვისებების გამო ნაკლები შრომითი და ფულადმატერიალური დანახარჯების პირობებში სხვა მარცვლეულ თავთავიან კულტურებთან შედარებით უხვ  მოსავალს იძლევა, ადრე მწიფდება და იმ პერიოდში შემოდის, როდესაც მუშახელი სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოეობისაგან შედარებით თავისუფალია. მისი აღების შემდეგ, იმავე ფართობებზე შესაძლებელია სანაწკერალო კულტურების თესვა (მით უმეტეს თუ სარწყავია) და მეორე მოსავალის მიღება როგორც სამარცვლედ, ისე სასილოსედ - მწვანე მასის სახით ან გამოსაძოვებლად. ამასთან ერთად თავთავიანი კულტურების წარმოებაში, სამუშაოთაA 90-96% სრულდება  მექნიზებულად და იძლევა მაღალ და იაფ მოსავალს.

აღნიშნულიდან გამომდინარე იმ საწარმოებმა, რომელთაც საშემოდგომო ქერი და სიმინდი მოჰყავთ, პერსპექტივაში უნდა ეცადონ, შესაძლებლობის ფარგლებში, გაადიდონ ნათესი ფართობები და აამაღლონ მოსავლიანობა.

ასევე გამართლებულად მიგვაჩნია სამარცვლე სიმინდის სათესი ფართობების ზრდა, რადგან ამ კულტურის მოსავლიანობის ამაღლება წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას არა მარტო მოსახლეობის სასურსათო მარცვლით მომარაგებისათვის, არამედ მეცხოველეობის საფურაჟე მარცვლით და ჩალით უზრუნველსაყოფად. სიმინდის ნათესის თითოეულ ჰექტარზე შეიძლება მიღებულ იქნეს 300-400 ცენტნერი ტარო და ჩალა, ანუ 6 და 8 ათასი კგ საკვები ერთეული. ერთი ჰექტარი ფართობიდან ასეთი დიდი რაოდენობით საკვები ერთეულის მიღება სხვა რომელიმე კულტურის შემთხვევაში შედარებით ძნელია.

გარდა ამისა, სიმინდის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს აგროეკონომიკური და აგროტექნიკური თვალსაზრისითაც, იგი სათოხნი კულტურაა და ხელს უწყობს ნიადაგის გაწმენდას სარეველებისაგან, აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ შემადგენლობას. სიმინდი აღნიშნულ ზონაში საუცხოო სანაწკერალო კულტურად ითვლება და, რაც ყველაზე მთავარია, სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულ კულტურებთან შედარებით უხვმოსავლიანია.

რაც შეეხება მინდვრის საკვებ კულტურებს, მათი ფართობი 1983 წელს, 1969 წელთან შედარებით, კოლმეურნეობებში შემცირდა 31.3%-ით, საბჭოთა მეურ­ნეობებში კი გაიზარდა 37.85-ით. ასეთ პირობებში მეცხოველეობისათვის მყარი საკვები ბაზის შესაქმნელად პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მოსავლიანობის გადიდებას ინტენსიფიკაციის გზით, ამასთან _ ნათესების ფართობების გადიდებასაც შესაძლებლობის ფარგლებში. მცირემიწიანობის პირობებში საკვების ინტენსიური წარმოება ეკონომიკურად ყველაზე მიზანშეწონილად და გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს მეცხოველეობის განვითარებისათვის ბუნებრივ საკვებ სავარგულებს ძველთანგანვე საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი ხვედრითი წონა მეცხოველეობის საკვებ ბალანსში 60-70%-ს აღწევდა. ზოგიერთი რაიონში მეცხოველეობის განვითარება ძირითადად ბუნებრივ საკვებზე იყო დაფუძნებული: მაგალითად, დუშეთის რაიონის ხორხის ხეობაში, სადაც ტრადიციულად განვითარებულია მომთაბარე მეღორეობა, როგორც კი ბალახი ამოვა, მოსახლეობა ღორს საკვებს აღარ აძლევს და ისინი თვითონ მოიპოვებენ საზრდოს.

ბუნებრივი სავარგულებიდან მეღორეობაში, განსაკუთრებით კი მომთა­ბარულში, წამყვანი ადგილი ყოველთვის ნაყოფის მომცემ ფოთლოვან ტყეებს უკავია. მომავალშიც ამ ტყეებს უთუოდ ასეთივე დანიშნულება ექნება.

შიდა კახეთის ტყეებში, უმთავრესად გავრცელებულია წიფლის, მუხის, წაბლის, თხილის, კაკლისა და სხვა ნაყოფის მომცემი ჯიშები “მათი საერთო ხვედრითი წილი შიდა კახეთის ტყის ჯიშებიდან მთლიანად შეადგენს 69.14%-ს (ნაყოფმომცემი ჯიშების მთლიანი ფართობი - 227234 ჰა, ხოლო წიფლის, მუხისა და წაბლის ერთად - 157100 ჰა)”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის რაოდენობის სპეციფიკურ თავისებურებათა გამო, განსხვავებული უნდა იქნჵს მეღორეობის გაძღოლის სისტემები, კერძოდ, იმ ადგილებში, სადაც ნაყოფის მომცემი ფოთლოვანი ტყეების დიდი მასივებია და მდიდარია ბუნებრივი საკვებით (პანტა, მაჟალო, რკო, წიწიბო, წაბლი და სხვა). შესაბამისად შენარჩენუბული და განვითარებული უნდა იქნჵს მომთაბარე მეღორეობა (კახურისა და მანგალიცის ჯიშის ღორები), რადგან ასეთი პირობებისათვის ღორი ითვლება ტყის საკვების საუკეთესო ამთვისებლად. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ტყის ნაყოფის მოსავლიანობა ყოველ წელს ერთნაირი არ არის, ამიტომ მომთაბარე მეღორეობაში მეტად მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ბუნებრივი საკვები ბაზისა და ბაგური კვების რაციონალური შეთანაწყობა.

ტყის საკვებზე გადასვლამდე ღორი სოფლისპირა ბუნებრივ საძოვრებს იყენებს. ეს საძოვრები პატარ-პატარა წვრილი ნაკვეთებია, რომელთა ფართობი 3-5 ჰა-ს არ აღემატება და წარმოადგენს ხირხატიან, მცირე სიღრმის ნიადაგებს,  ისინი გამოუსადეგარი არიან მემინდვრეობისა და მრავალწლიანი ნარგაობისათვის.     

ერთ ჰა კარგ საძოვარზე 25-30 ღორის შენახვაა შესაძლებელი, იონჯის საბალახოზე - 50-მდე. როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოებრივი სპეციალიზაციის ალაზნის ვჱკის მევენახეობის ზონის  მიწათსარგებლობის მთლიანი ფართობების სტრუქტურაში სამეურნეო დანიშნულების სავარგულთა შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წონა აქვს ბუნებრივ სათიბ საძოვრებს. მათი საერთო ფართობი 127.5 ათას ჰა-ს ანუ 55.8%-ს შეადგენს. აქედან ბუნებრივი სათიბებისა და ზაფხულის საძოვრების ფართობების ნახევარზე მეტი სუბალპურ და ალპურ სარტყელშია მოქცეული. სწორედ ამითაა განპირობებული ის გარემოება, რომ ბუნებრივი საკვები სავარგულებისა და მათ შორის საძოვრების ხვედრითი წონა მთელ რიგ მაღალმთიან რაიონებში შედარებით მაღალ ზონაშიჱ, ზამთრის საძოვრების ძირითადი მასივები  კი განთავსებულია მთის ქვედა სარტყელსჱ და დაბლობებში.

ბუნებრივი სავარგულების სათიბ-საძოვართა ფართობების დიდი ნაწილის პროდუქტიულობა დაბალია. ერთ ჰა სათიბზე თივის მოსავლიანობა ზონის კოლმეურნეობებში საშუალოდ 1969-1973 წწ. იყო 17.6 ც., ხოლო საბჭოთა მეურნეობებში - უფრო მცირე და 13.5 ც არ აღემატებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივი სათიბ-საძოვრების მოსავლიანობა სრულიად არ არის დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფლის მთელი სამეურნეო მიწების ნახევარზე მეტი ფართობი უკავია, მაინც აშკარად იგრძნობა საკვების დიდი ნაკლებობა.

ზონის საზოგადოებრივ მეურნეობებში სათიბ-საძოვრების მცირე პროდუქტიულობას განაპირობებდა ის გარემოება, რომ მოუწერიგებელია როგორც ორგანიზაციული, ისე აგროტექნიკური მხარე. ბუნებრივი სათიბ-საძოვრები არ რეგულარულად არ იწმინდება შხამიანი სარეველა და პირუტყვისათვის სხვა უვარგისი ბალახ-მცენარებისაგან; არ იხვნება მწირი, ხავსმოდებული, გაშიშვლებული, მეჩხერი საძოვრები და კულტურული და ველური ბალახების შეთესვის გზით არ  უმჯობესდება ბალახნარი. სისტემატურად არ შეაქვთ (ან თუ შეაქვთ - მცირე დოზით) ორგანული და მინერალური სასუქები. აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ბუნებრივი საძოვრების დაბალ წარმადობას ისიც განაპირობებს, რომ საძოვარი პირუტყვის სულადობით არარაციონალურ იტვირთება. როგორც პროფ. დ. აგლაძე შენიშნავს: “საძოვრის დატვირთვის სწორად განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს როგორც ძოვების გონივული ორგანიზაციისათვის, ისე თვითონ საძოვრის მოვლა-პატრონობის თვალსა­ზრისით”.

მართალია, აღნიშნული ნაკლოვანი მხარების აღმოფხვრა დიდ შრომით და ფულად-მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს, მაგრამ საკვებწარმოების გადიდებით და ხარისხის ამაღლებით ეს დანახარჯები მოკლე პერიოდში ანაზღაურდება. “ცდებით დადგენილია, რომ დაჭაობებული საძოვრების დაშრობა და ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება 180-200%-ით ადიდებს ბალახნარის მოსავალს, მორწყვა – 100-150%, ბუჩქნარისაგან გაწმენდა - 30-60%, შერეკვითი გაძოვების სისტემის დანერგვა – 20-30%-ით, ქვების აკრეფა და კოლბოხების მოსპობა –10-20%. საკვები ბალახის შეთესვა დაფარცხვითა და სასუქების შეტანით ბალანარის ხარისხობრივ გაუმჯობესჵბასთან ერთად მოსავალს ზრდის 60_87%-ით, ხოლო სარეველების გაწმენდა – 15-20%-ით” {6}.

ბუნებრივი საკვები სავარგულების ფართობის გადიდებჱსა და გაუმჯობესებჱში მთავრი სიტყვა მდელოს მელიორაციისა და მეცხოველეობის სახელმწიფო სადგურებმა უნდა თქვან, რისთვისაც საჭირო იქნება მათი ქსელის შემდგომი გაფართოება და საზოგადოებრივი მეურნეობებისადმი მომსახურების გაუმჯობესება.

მეცხოველეობის მყარი საკვები ბაზის შექმნის მიზნით, მომავალში ზონის საზოგადოებრივ მეურნეობებში ყურადღება უნდა მიექცეს ვაზის ნარჩენებისაგან ვიტამინიზებული ფხვნილებისა და საკვები საფუარის წამოებას, ეთერზეთოვანი კულტურების ნარჩენებისა და ჭაჭის საფუვრად, ასევე ცხოველური წარმოშობის საკვების, განსაკუთრებით კი მოხდილი რძისა და შრატის მაქსიმალურად და რაციონალურად გამოყენებას. 

დასკვნა

ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკის წარმოებრივი სპეციალიზაციის ალაზნის ვაკის მევენახეობის ზონაში, საზოგადოებრივ მეურნეობებში ბუნებრივი საკვებწარმოების წყაროების მარაგი და მათგან მოსალოდნელი სარგებლობა საკმაოდ მაღალია. ამ მარაგის თუნდაც ნახევარი რომ იქნჵს გამოყენებული  მეცხოველეობაში და, კერძოდ, მეღორეობაში, დაიზოგება კონცენტრირებული და სხვა სახის საკვების მნიშნელოვანი რაოდენობჱ. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ., ეკონომიკური განვითარების ენერგოეკოლოგიური ფაქტორები და ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების მაკროეკონომიკური მიდგომები საქართველოში. თბილისი ,"მეცნიერება”, 2004.

2. ბეღელაური გ., მეცხვარეობის განვითარების პერსპექტივა დავით გარეჯში. რეცენზ. ელექტრ. სამეცნ. ჟურნალი, 2010, # 25.

3. ბურდული ვ., სოციალური და ეკონომიკური განვითარების კოორდინაცია რეგიონალურ და ლოკალურ დონეზე. "მერიდიანი”, თბილისი, 2006.

4. ვაჟა-ფშაველა, ხევსურები, თხზ. სრული კრებული, ტ. IX, თბილისი, 1964.

5. გამყრელიძე ბ., ცენტრალური კავკასიის მთიელთა ალპური მესაქონლეობა. "მეცნიერება”,  1982.

6. კუნჭულია თ., საქართველოს სოფლის მეურნეობის საბაზრო ეკონომიკაზე გადაყვანის პრობლემები. "მეცნიერება”, თბილისი, 2003.

7. საქართველოს კანონი (საქართველოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ), საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, # 42, 2005.

8. ქავთარაძე თ., აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო. "მეცნიერება”, თბილისი, 2003.

9. ლადანი, კოზლოვსკი, სტეფანოვი. მეღორეობა, გამომცემლობა “განათლება”, თბილისი, 1983.